ანწუხელიძე მთავარი მოტივაცია იყო - ბექაურის წარმატების საიდუმლო
პარიზში მიმდინარე თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოუტანა და 24 წლის სპორტსმენი გახდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. Crystalsport-თან ჩაწერილ ინტერვიუში, ახალგაზრდულ ასაკში უკვე ლეგენდადქცეულმა ბექაურმა თავისი წარმატების საიდუმლოსა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახით იმ მთავარ მოტივაციაზე ისაუბრა, რომელზეც ბრძოლების გამართვის დროს განუწყვეტლივ ფიქრობდა.
მთავარი სპორტული შეჯიბრების, ოლიმპიური თამაშების გარდა, ბექაურს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის, ევროპის პირველობაზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, ხოლო ევროპულ თამაშებზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.