ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ჟირონა
Aa
Aa

კონტემ განაცხადში არ შეიყვანა - ოსიმენი ჟირონასთან არ ითამაშებს

ნაპოლი მორიგ ამხანაგურ მატჩს ჟირონას წინააღმდეგ მართავს. ვიქტორ ოსიმენი უკვე დიდი ხანია გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას არ იღებს.

როგორც ჩანს, ნიგერიელი თავდამსხმელი ჟირონას წინააღმდეგ არ ითამაშებს. ანტონიო კონტემ ის განაცხადში არ შეიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს და ასევე წერს, რომ ნაპოლი მის გაშვებაზე მუშაობს. ანტონიო კონტეს მხოლოდ რომელუ ლუკაკუ სურს.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ვიქტორს პარტენოპეის დატოვება სურს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. ოსიმენს პრემიერ ლიგაში სურს თამაში, თუმცა ინგლისიდან შეთავაზება არ აქვს. მისი გადაბირება მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებს და პარი სენ ჟერმენს სურს.

ფრანგული გუნდის შემთხვევაში პრობლემას ფინანსები ქმნის. პარიზელები აურელიო დე ლაურენტისის მოთხოვნილ თანხას(130 მილიონი ევრო) არ იხდიან.

თავის მხრივ, პრობლემა ექმნება ანტონიო კონტეს, რომელსაც გუნდში ლუკაკუს მოყვანა სურს, მაგრამ ეს იქამდე არ მოხერხდება, სანამ ოსიმენს არ გაყიდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები