გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი
Aa
Aa

ავარია ჭიკაძესთან ჩხუბამდე

ერთი კვირის წინ, შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC 304-ზე ინგლისელ არნოლდ ალენს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ჭიკაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომლის საშუალებითაც გულშემატკივარს შეატყობინა, რომ პირველი რაუნდის ბოლოს ხელის ტრავმა მიიღო და დარჩენილი ორი რაუნდის განმავლობაში დიდ ტკივილს გრძნობდა. სწორედ ამის თაობაზე დაუსვეს შეკითხვა ერთ-ერთ Youtube არხზე სტუმრად მყოფ ალენს და ერთი საინტერესო ინფორმაცია მანაც გაავრცელა.

რას ამბობს ალენი

ჭიკაძე თუ შეუძლოდ ბრძოლის მიმდინარეობისას იყო, მე ბრძოლის დაწყებამდე შემექმნა პრობლემები, რაზეც საჯაროდ არ მისაუბრია, მაგრამ გადავწყვიტე, რომ აღარ გავჩუმდე და ყველაფერი მოგიყვეთ.

ჩემი ბოლო სპარინგის შემდეგ, ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, სახლში როდესაც მივდიოდი, ავარიაში მოვყევი. წინა ღამეს საერთოდ არ მეძინა, რადგან დარბაზის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ თუ ვარჯიში გვსურდა, დილით ადრე უნდა მივსულიყავით, რადგან შემდეგ უკვე ჩხუბები იყო ჩანიშნული. სწორედ ამიტომ, არ ვიცი რა დამემართა, საჭესთან ჯდომის დროს ყურადღება მოვადუნე და ღობეს შევეჯახე. დარტყმა ძლიერი იყო და ოდნავ დავშავდი, მაგრამ არა ისე, რომ ბრძოლა გადამედო.

როდის ჩაატარებს გიგა ჭიკაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას, ჯერჯერობით უცნობია. UFC-ის ოქტაგონზე ის 10-ჯერ გავიდა და რვა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა. MMA-ში ჩატარებული 19 ბრძოლიდან კი 15 თავის სასარგებლოდ დაასრულა და 4 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები