ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, კრისტიან აიხნერი, ნიურნბერგი
Aa
Aa

კარლსრუეს მწვრთნელი: “მოსაგებად ზივზივაძის ხარისხი დაგვჭირდა“

ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში კარლსრუემ ნიურნბერგს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან სამივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა კომენტარი გააკეთა.

აიხნერი:

„ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით. ბევრი შანსი გვქონდა, რომ შესვენებაზე ფრე დაფიქსირებულიყო. შესვენების წინ გატანილმა გოლმა ბევრი რამ განაპირობა. გასახდელში შესწორებები თითქმის არ დამჭირდა.

მოედანზე უპირატესობა მოიპოვეთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მომენტებს ვერ ვიყენებდით. საბოლოოდ ზივზივაძის ხარისხი დაგვჭირდა. მან დიდებულად ითამაშა. ჩვენ დიდხანს ვიბრძოდით 3 ქულის მოსაპოვებლად და საბოლოოდ ეს მოვახერხეთ.“

ამრიგად, კარლსრუე სეზონს ხმაურიანად იწყებს და ქართული ჰეთ-თრიკით სამ ქულას იფორმებს.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი დიუსელდორფს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 10 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები