გერმანული მედია: “ბუდუ ნიურნბერგის ღამის კოშმარად იქცა“
ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში კარლსრუემ ნიურნბერგს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან სამივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა.
„ზივზივაძე ნიურნბერგის ღამის კოშმარად იქცა. ქართველმა ფეხბურთელმა მიროსლავ კლოზეს სამწვრთნელო დებიუტი გააფუჭა. მიროსლავის გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა ზივზივაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულეს და მატჩი შემოატრიალა. ბუდუ სეზონს ტოპ ფორმაში იწყებს. მან ფაქტობრივად მარტომ მოაბრუნა თამაში.“
ამრიგად, კარლსრუე სეზონს ხმაურიანად იწყებს და ქართული ჰეთ-თრიკით სამ ქულას იფორმებს.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი დიუსელდორფს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 10 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 15:00-დან დაიწყება.