ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ლიპარტელიანი: „მომდევნო ოლიმპიადაზე გამოვასწორებ“

პრიზიორების გარდა, ბუნებრივია საქართველოს  ოლიმპიურ გუნდში იყო ბევრი ისეთი სპორტსმენი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის წარმატების მოპოვება და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ეთერ ლიპარტელიანი.

24 წლის ძიუდოისტმა პარიზის თამაშები ბრიტანელი ლელე ნაირნის დამარცხებით დაიწყო, რასაც უზბეკი შუკორჯონ ამინოვას ძლევა მოჰყვა, თუმცა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონ რაფაელა სილვასთან წააგო. დამამშვიდებელ წრეში, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ლიპარტელიანი ფრანგ მეტოქესთან სარა ლეონი სისკესთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. საკუთარი გამოსვლის შესახებ ეთერი Crystalsport-ს გაესაუბრა.

ლიპარტელიანს შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი როგორც ევროპულ თამაშებზე, ასევე ევროპის ჩემპიონატზე აქვს მოგებული. 2023 წელს ასევე მიქსტში ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. რამდენიმე თვის წინ, კი ეთერმა თილისის გრანდ სლემზეც გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები