ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

კარიერის მატჩი | ბუდუმ ნიურნბერგს ჰეთ-თრიკი შეუსრულა

მეორე ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონი დღეს დაიწყო და ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ შინ „ნიურნბერგს“ უმასპინძლა. მატჩი დრამატული გამოდგა და მასპინძლების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძემ მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო და მოედანზე თავისი გუნდის რიგებში ყველაზე გამორჩეული იყო. საქართველოს ნაკრების ფორვარდს გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება ორივე საწყის 18 წუთშივე შეეძლო. მისი დარტყმა კარს ოდნავ ასცდა, ხოლო ზუსტი პასის შემდეგ გუნდელმა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ხარიხას მოარტყა.

მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილმა „ნიურნბერგმა“ ტაიმი კარგად დაიწყო და 2:0-საც იგებდა, თუმცა შესვენების წინ ბუდუმ ლამაზი მოძრაობით ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

მეორე ნახევარში „კარლსრუე“ გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ, იქამდე სანამ ბუდუ არ აფეთქდა. 6-წუთიან ინტერვალში ზივზივაძემ ჯერ 73-ე და შემდეგ 79-ე წუთებზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ცალსახად ბუდუს კარიერის მატჩი ჰქონდა და სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი სამი ქულით დაგვირგვინდა.

84-ე წუთზე ბუდუმ მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, თუმცა სერიოზული არაფერი ჩანდა.

ამრიგად, „კარლსრუე“ სეზონს ხმაურიანად იწყებს და ქართული ჰეთ-თრიკით სამ ქულას იფორმებს. მეორე ტურში სტუმრად „დიუსელდორფთან“ მატჩი ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარკეტი: არეულობა ხვიჩას მიერ ნაკრებში ყოფნისას გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო
მარკეტი: არეულობა ხვიჩას მიერ ნაკრებში ყოფნისას გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო