ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

ამაყიც და სევდიანიც - გუჯეჯიანმა ოლიმპიადა შეაჯამა

ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა. ჩემპიონი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა და ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიური ოქროს ზედიზედ ორჯერ მოიგო. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის პრიზიორები შესაბამისად, 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გახდნენ. ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა Crystalsport-თან ინტერვიუში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა შეაფასა.

წლევანდელი ოლიმპიადა ასევე განსაკუთრებული იყო საქართველოს ძიუდოს ისტორიაში იმ მხრივ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში პირველად იასპარეზა. თუმცა, სამწუხაროდ, დისკვალიფიცირებული კაპიტნის, თუშიშვილის გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრები პირველივე შეხვედრაში იტალიელებთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები