მარკეტი: არეულობა ხვიჩას მიერ ნაკრებში ყოფნისას გაკეთებული კომენტარის შემდეგ დაიწყო
Sky Sport-ის იტალიელი ჟურნალისტი ლუკა მარკეტი რადიო მარტესთან ალექს მერეტისა და ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბრობს.
„მერეტთან დაკავშირებით დიდი აქტიურობა არ შეინიშნება, თუმცა ამის აუცილებლობა ჯერ არც არის. რაც შეეხება ხვიჩას, მისი ხელშეკრულების მიმართ აქტიურობა დიდი ხანია არის, თუმცა ეს დამოკიდებულია ფეხბურთელის ხელმისაწვდომობაზე.
ნაკრებში ყოფნის დროს ხვიჩას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ არეულობა და დაძაბულობა გამოიწვია. არის შანსი, რომ კვარაცხელიამ განახლებული კონტრაქტი გააფორმოს, განახლებული ანაზღაურებით.
ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ორივე მხარეს თავისი მოთხოვნა აქვს, რაც საერთო მიზნამდე მისვლისგან შორს არის“.
Areanapoli წერს, რომ ხვიჩას კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებმა შესაძლოა სექტემბერში გადაიწიოს. თავად კვარა კი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ცდილობს კონცენტრაცია მთლიანად გუნდზე მოახდინოს, რომ „ნაპოლისთვის“ მაქსიმალურად გამოსადეგი იყოს.