ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა
პირველი ქალი სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიადაზე 10-ჯერ მიიღო მონაწილეობა - ნინო სალუქვაძე სპორტული სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა.
„ISSF-ის პრეზიდენტიმა ლუჩიანო როსიმ ნინო სალუქვაძეს სამახსოვრო ჯილდო გადასცა. სპეციალური პრიზი წარმოუდგენელი მიღწევისთვის - პირველი და ერთადერთი ინდივიდუალური სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც 10 ოლიმპიადაზე იასპარეზა“.
- წერს ISSF-ის ოფიციალური გვერდი.
პარიზში ნინო სალუქვაძემ 25 მეტრი დისტანციიდან სპორტული პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 277 ქულა დააგროვა, 39-ე ადგილი დაიკავა და პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. ფინალურ ეტაპზე საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენი გადავიდა.