პარიზი 2024: საფრანგეთი არგენტინა მოედანზე ჩხუბით დასრულდა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. უკვე გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები.
მეოთხედფინალურ ეტაპზე მთავარი დაპირისპირება ტიერი ანრის საფრანგეთსა და ხავიერ მაშერანოს არგენტინას შორის შედგა, რომელიც ჩხუბით დასრულდა.
ფრანგებმა გატანა მატჩის დასაწყისშივე შეძლეს. მატეტამ მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში და შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.
????????| GOAL: MATETA SCORES!!
— Transfer Sector (@TransferSector) August 2, 2024
France 1-0 Argentina
pic.twitter.com/COXXRbICYy
არგენტინა ბურთსა და უპირატესობას ფლობდა, თუმცა ტაბლოზე ამის ასახვა ვერ მოახერხეს. ბოლო დროს ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება აშკარაა და ეს ამჯერადაც ვიხილეთ.
არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და მთლიანად პერსონალმა მინდორზე შესვლა და ჩხუბი დაიწყო. საბოლოოდ სერიოზული კონფლიქტი მივიღეთ.
აქვე გეტყვით, რომ 5 აგვისტოს ნახევარფინალებში ერთმანეთს საფრანგეთი vs ეგვიპტე და ესპანეთი vs მაროკო დაუპირისპირდებიან.