ფრანც ვაგნერი, დენის შროდერი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ბრწყინვალე შრიოდერი და ვაგნერი | გერმანიამ საფრანგეთი უშანსოდ დაამარცხა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიის საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო ტურის შეხვედრაში, გერმანია ოლიმპიადის მასპინძელს, საფრანგეთს დაუპირისპირდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

გერმანია პირველივე წუთიდან დამაჯერებელი იყო და საწყისი მეოთხედი 24:18 მოიგო, მეორე პერიოდში კი მეტოქეზე 15-ით მეტი ქულა ჩააგდო - 24:9. საფრანგეთი შესვენებაზე 21-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 27:48. ფრანგებმა მესამე მეოთხედი 2 ქულით წააგეს, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და გადამწყვეტ პერიოდში მოწინააღმდეგეს 12 ქულამდე მიუახლოვდნენ, თუმცა, ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, გერმანიამ 85:71 მოიგო.

ოლიმპიადის მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს დენის შრიოდერსა და ფრანც ვაგნერს. ვაგნერმა 26 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა, შრიოდერის აქტივში კი 26 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. მათ გარდა, გერმანელთა მხრიდან 10-ქულიანი ნიშნული არავის გადაულახავს. საფრანგეთის რიგებში ყველაზე მეტი, 14 ქულა ვიქტორ ვემბანიამამ გააკეთა და 12 მოხსნა და 1 დაფარებაც ჰქონდა. ისაია კორდინიემ და ევან ფურნიემ 10-10 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, გერმანიამ ჯგუფური ეტაპი 3-დან 3 მოგებით დაასრულა და პირველი ადგილი გაინაღდა. საფრანგეთი მეორეზე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ბრაზილიამ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მზადება ახალი სეზონისთვის | კვარაცხელიას გოლი ნაპოლის ვარჯიშზე
მზადება ახალი სეზონისთვის | კვარაცხელიას გოლი ნაპოლის ვარჯიშზე