ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ნაცნობი ფინალი | ჯოკოვიჩი ოქროს მედლისთვის ალკარასს დაუპირისპირდება

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. ესპანელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ფელიქს ოჟე-ალიასიმს სძლია, სერბმა - ლორენცო მუზეტის.

ორივე ნახევარფინალური შეხვედრა ორსეტიანი გამოდგა. ალკარასმა ბრწყინვალედ იასპარეზა და კანადელ ჩოგბურთელს მხოლოდ 2 გეიმი მოაგებინა - 6:1, 6:1. რაც შეეხება „ნოლეს“, ჯოკოვიჩმა პირველ სეტში 6:4 იმარჯვა, მეორეში - 6:2.

2024 წელს, ალკარასი და ჯოკოვიჩი ფინალში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. რამდენიმე კვირის წინ, „უიმბლდონზე“ მათი გადამწყვეტი შეხვედრა ვიხილეთ და ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში იმარჯვა - 6:2, 6:2, 7:6 (4). თიხაზე მათ ერთმანეთთან ორჯერ უთამაშიათ და 2023 წლის როლან გაროსზე „ნოლემ“ იმარჯვა, 2022 წლის მადრიდის მასტერსზე - ალკარასმა.

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩი და ალკარასი ოლიმპიადის ფინალში ისე გავიდნენ, სეტი არც ერთ მათგანს წაუგია. ესპანელმა ჰადი ჰაბიბს, ტალონ გრიკსპორს, რომან საფიულინს და ტომი პოლს მოუგო, სერბმა კი სტეფანოს ციციპასი, რაფაელ ნადალი, მეტიუ ებდენი და დომინიკ კეპფერი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან ძალიან რთული ჩხუბი ელის“ | მახაჩევი ჰოლოუეისთან ბრძოლაზე თანახმაა
„ილიასთან ძალიან რთული ჩხუბი ელის“ | მახაჩევი ჰოლოუეისთან ბრძოლაზე თანახმაა