ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მზადება ახალი სეზონისთვის | კვარაცხელიას გოლი ნაპოლის ვარჯიშზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში იმყოფება (კომუნა იტალიაში) და 2024/25 წლების სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მორიგი ვარჯიში ჩაატარა და „კვარამ“ თავი გამოიჩინა.

კონტემ ფეხბურთელები ორ გუნდში გადაანაწილა და მოკლე მოედანზე, ერთმანეთის წინააღმდეგ ათამაშა. მატჩი ყვითლებში გამოწყობილი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 3:2 მოიგო. ერთი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა, ჯოვანი დი ლორენცომ კი დუბლი შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი შეგირდები პენალტებზე ავარჯიშა. ქართველმა ფეხბურთელმა ალექს მერეტს გაუტანა, მაგრამ მისმა გუნდმა თერთმეტმეტრიანების სერია 4:5 დათმო.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, „ნაპოლი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და თბილისის დროით, 20:30-ზე, „ჟირონას“ დაუპირისპირდება. 10 აგვისტოს კი „პარტენოპეისთვის“ სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და კონტეს ბიჭები „მოდენას“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუ კვარას მომატებაში დაეხმარება“ | ვალერი ბოჟინოვი ნაპოლის გეგმებზე
„ლუკაკუ კვარას მომატებაში დაეხმარება“ | ვალერი ბოჟინოვი ნაპოლის გეგმებზე