კონორ გალაჰერი
Aa
Aa

კონფლიქტი ჩელსიში - გალაჰერს გუნდიდან აგდებენ

ახალი სეზონის დაწყების წინ კონორ გალაჰერსა და „ჩელსის“ ხელმძღვანელებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - „არისტოკრატების“ შეფებმა ფეხბურთელს ულტიმატუმი საჯაროდ წაუყენეს და განუცხადეს, რომ მას კლუბიდან მოკვეთავენ იმ შემთხვევაში თუ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინადადებას არ მიიღებს და „სტემფორდ ბრიჯს“ არ დატოვებს.

ლონდონელებს აქამდე სულაც არ უნდოდათ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გაესხვისებინათ, თუმცა სიტუაცია გალაჰერის სიჯიუტემ დაძაბა - 24 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველს 2025 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა, მოვლენების ასეთი განვითარება კი „ჩელსის“ არ აწყობდა, რადგან თუ ის არც თანამშრომლობას გააგრძელებს და არც როხიბლანკოს წინადადებას არ დათანხმდება, მაშინ ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და მის სანაცვლოდ „ლურჯები“ ერთ ცენტსაც ვეღარ მიიღებენ, მაშინ როდესაც ახლა მადრიდელები 50 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

გალაჰერმა წესით ვარჯიში გუნდთან ერთად 5 აგვისტოს უნდა დაიწყოს, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით, ფეხბურთელი, რომელმაც წინა სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 50 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, სავარჯიშო პროცესიდან მოკვეთილია.

მსგავსი სიახლეები