ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიასთან ძალიან რთული ჩხუბი ელის“ | მახაჩევი ჰოლოუეისთან ბრძოლაზე თანახმაა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი გულშემატკივრებს შეხვდა. დაღესტნელმა მებრძოლმა ქომაგების შეკითხვებს უპასუხა და ერთ-ერთი მათგანი მომავალში, მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბის საკითხს შეეხებოდა.

„ჰოლოუეისთან ჩხუბი? რატომაც არა?! არმან ცარუკიანი ერთხელ უკვე დავამარცხე (2019 წელს იჩხუბეს და ისლამმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო) და თუ UFC-იმ გადაწყვიტა, მომდევნო მაქსი იყოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახალი სახელები და გამოწვევები მჭირდება. თუ მაქსმა ილია თოფურიასთან მოიგო, მისთვის მზად ვარ.

ჰოლოუეის BMF-ის ქამარი არაფერში მჭირდება, მაგრამ მაქსი ცნობილი მებრძოლი და კარგი ვარიანტია. დარწმუნებული ვარ, გიჟური ჩხუბი გვექნება. ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო. თოფურიასთან რთული ბრძოლა ელოდება, მაგრამ თუ დაამარცხა და UFC-იმ ჩვენი დაპირისპირების ჩანიშვნა მოინდომა, რატომაც არა?! მაქსს მსუბუქ წონით დივიზიონში უჩხუბია და ძლიერი მეტოქეები დაუმარცხებია. ასე რომ, რატომაც არა?!“

ცნობისთვის, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. სავარაუდოდ, ისინი ოქტომბერში, აბუ დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუ კვარას მომატებაში დაეხმარება“ | ვალერი ბოჟინოვი ნაპოლის გეგმებზე
„ლუკაკუ კვარას მომატებაში დაეხმარება“ | ვალერი ბოჟინოვი ნაპოლის გეგმებზე