ტედი რინერი
Aa
Aa

იპონი 16 წამით ადრე | ტედი რინერი ოლიმპიური ჩემპიონია

პარიზში, 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ინდივიდუალური ჩათვლისთვის განკუთვნილი პერიოდი დასრულდა. დღეს, მედლები +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ოლიმპიური ჩემპიონი ლეგენდარული ჯუდოკა, ტედი რინერი გახდა.

რინერი ფინალში სამხრეთ კორეის წარმომადგენელს, მინიონგ კიმს დაუპირისპირდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 16 წამით ადრე, ტედიმ იპონი შეასრულა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, რის წყალობითაც საკუთარ საოცარ კარიერას მორიგი ბრწყინვალე ტრიუმფი შემატა.

რინერი ინდივიდუალურ ჩათვლაში, ოლიმპიადის გამარჯვებული მესამედ გახდა. ოქროს მედალი მას 2012 და 2016 წლებში ჰქონდა აღებული, 2020-ში კი ბრინჯაოს დასჯერდა, თუმცა, გუნდურ ჩათვლაში, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, ტოკიოში ოქროს მედალი დაისაკუთრა. რინერი 35 წლისაა და როგორც თავად განაცხადა, ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.

ლეგენდარული ფრანგი ჯუდოკა მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონია და ერთადერთია, ვისაც ეს შედეგი დაუფიქსირებია. იგი ევროპის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა და IJF-ის გრანდ სლემისა და გრანდ პრის ტურნირების მრავალგზის ტრიუმფატორია. ცნობისთვის, ხვალ პარიზის ტატამიზე გუნდური ჩათვლა დაიწყება და საქართველოს ნაკრების მეტოქე იტალია ან უნგრეთი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა