მეოთხე ოლიმპიადა | ლუბა გოლოვინამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა
ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მეოთხე ოლიმპიადაზე იასპარეზა. 34 წლის ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა. სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველ ვარჯიშში მან 53.620 ქულა დაიმსახურა, მეორეში კი 53.460 ქულა მიიღო. ფინალში ასპარეზობის უფლება მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე რვა სპორტსმენმა მოიპოვა.
ლუბა გოლოვინამ ოლიმპიადაზე მეოთხედ იასპარეზა. ბატუტზე მხტომელი ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. ოლიმპიადაზე მისი საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის მეექვსე ადგილია.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო