რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ვალერი ბოჟინოვი
Aa
Aa

„ლუკაკუ კვარას მომატებაში დაეხმარება“ | ვალერი ბოჟინოვი ნაპოლის გეგმებზე

ვალერი ბოჟინოვმა, რომელსაც სერია A-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ბოჟინოვმა აქცენტი რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ოსიმენზე გააკეთა და განაცხადა, რომ ბელგიელის გადაყვანა ხვიჩა კვარაცხელიასაც წაადგება.

„ვიქტორ ოსიმენი და რომელუ ლუკაკუ შესანიშნავი ფეხბურთელები და მსოფლიო კლასის თავდამსხმელები არიან. ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებს შორის იმყოფებიან და იტალიაში გატარებული წლებისას აჩვენეს, რომ სეზონში 10-ზე მეტი გოლის გატანა შეუძლიათ.

ოსიმენმა ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ ჩემი აზრით, ცვლილებების დრო მოვიდა. აურელიო დე ლაურენტისის ადგილას რომ ვიყო, ვიქტორს გავყიდდი. თანამედროვე ფეხბურთში ტოტისა და დელ პიეროს მსგავსი მოთამაშეები, რომლებიც ერთ კლუბში დიდხანს რჩებიან, აღარ არიან. ვეცდებოდი, ოსიმენის გაყიდვით ფინანსური სარგებელი მიმეღო და რადგან კონტეს ლუკაკუ ძალიან მოსწონს, რომელუს გადმოვიყვანდი. ევროპის ჩემპიონატზე, ლუკაკუმ ბევრი მომენტი შექმნა და მისი ტრანსფერი მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გაზრდაში დაეხმარებათ. მათ ერთმანეთი სჭირდებათ, რათა მოუმატონ“.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენს დიდი ხნის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში, „ჩელსის“ ვარიანტი გამოიკვეთა. ამ მომენტისთვის, „ლურჯებს“ ტრანსფერის დახურვის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა მარტივი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა