იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

საბერძნეთმა შანსი შეინარჩუნა | იანისის გუნდმა ავსტრალია დაამარცხა

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადის A ჯგუფის დაძლევის შანსი შეინარჩუნა. იანის ანტეტოკუნმპოს გუნდი ბოლო შეხვედრაში ავსტრალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 77:71 იმარჯვა.

საბერძნეთმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 53:36. მესამე და მეოთხე მეოთხედებში, ავსტრალიამ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და წინ ვეღარ გავიდა.

საბერძნეთის რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო - 20 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი, 2 ჩაჭრა. ტომას უოლკაპმა 18 ქულა დააგროვა, დინოს მიტოღლუს ანგარიშზე კი 13 ქულა იყო. ავსტრალიელთა მხრიდან 17 ქულით ჯოკ ლენდეილი გამოირჩა. პატი მილსმა 13 ქულა მიითვალა, ჯოშ გიდიმ -  9 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი.

ცნობისთვის, საბერძნეთი ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა, მაგრამ A ჯგუფში, კანადასა და ესპანეთის მატჩია გასამართი, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ავსტრალია და საბერძნეთი კანადელთა მხარეს არიან და მათი გამარჯვება მეოთხედფინალში გასვლის შანსებს შეუნარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა
RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა