გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი
Aa
Aa

RMC Sport: ძალიან ამბიციური თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა

გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირებას პრესაში გამოხმაურება მალევე ჰქონდა.

ფრანგულმა მედიამ გურამის ქმედება ბუნებრივია უარყოფითად შეაფასა და ტედის გამომწვევ ქმედებაზე არაფერი დაუწერიათ.

აი რას წერს გავლენიანი RMC Sport-ი:

„ტედი რინერმა მეტოქე ლამაზი ილეთით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, რაც გურამ თუშიშვილმა კარგად ვერ მიიღო. ქართველი ფრანგს დაუპირისპირდა და ბრაზი არ დაუმალავს. იმ ეპიზოდში ორივე მათგანი ძალიან დაძაბული იყო.

დარბაზში მყოფ მაყურებლებს თუშიშვილის ქმედება აშკარად არ მოეწონათ, რომელიც ტედისთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა. გურამი რინერს იმის გამო საყვედურობდა, რომ მან გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო.

საბოლოოდ, რინერმა დარბაზი დაამშვიდა და ოვაციებისკენ მოუწოდა. დასკვნა ის არის, რომ ძალიან ამბიციური გურამ თუშიშვილი უბრალოდ მარცხს ვერ შეეგუა“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გურამ თუშიშვილს ძიუდოს სხვა ტურნირებზე გამოსვლა ეკრძალება. ავტომატურად, გურამი პარიზის ოლიმპიადიდანაც ჩახსნილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრივში სამართლიანობა უნდა იყოს“ | ყაზახებმა გურულის მოგებაზე აპელაცია შეიტანეს
„კრივში სამართლიანობა უნდა იყოს“ | ყაზახებმა გურულის მოგებაზე აპელაცია შეიტანეს