ლაშა გურული
Aa
Aa

„კრივში სამართლიანობა უნდა იყოს“ | ყაზახებმა გურულის მოგებაზე აპელაცია შეიტანეს

ყაზახეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა Paris Boxing Unit-ს აპელაციით მიმართა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ყაზახელებმა ლაშა გურულისა და ბაზარბაი მუხამედსაბირის ბრძოლის შედეგი გააპროტესტეს და ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

ყაზახეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივან ჟანარ უტეშევას განცხადებით, მათი მხარე ითხოვს ოფიციალურ განმარტებას, რატომ მიენიჭა გამარჯვება ქართველ მოკრივეს:

„ჩვენ გვჯერა, რომ ბაზარბაი მუხამედსაბირმა გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა შევიტანეთ აპელაცია, რომ მოვისმინოთ ახსნა-განმარტება შედეგთან დაკავშირებით. ვიცით, რომ შედეგი აღარ შეიცვლება, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ კრივში მუდამ იყოს სამართლიანობა“.

შეგახსენებთ, რომ გურულმა 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, რის წყალობითაც, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. გურული რამაზ ფალიანისა და ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, პირველი ქართველი მოკრივეა, რომელიც ოლიმპიურ მედალს დაისაკუთრებს. ბრინჯაოს მედალი ფალიანმა 1992 წლის ბარსელონას, ხოლო ჭანტურიამ 2000 წლის სიდნეის თამაშებზე მოიპოვა. ნახევარფინალში მის მეტოქეს რაც შეეხება, ლაშა კუბელ ალვარეს ბორხესს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წილისყრა გუნდურში - ძიუდოში საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
წილისყრა გუნდურში - ძიუდოში საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია