არც ბრინჯაოზე, არც გუნდურზე - თუშიშვილი ოლიმპიადიდან მოკვეთეს
პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალურ ეტაპზე გურამ თუშიშვილი ტედი რინერს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იპონით დამარცხდა.
ბრძოლის დასასრულს ილეთისა და უკვე წაქცევის შემდეგ, რინერმა უღირსი ქმედება ჩაიდინა და თუშიშვილს რაღაც მიაძახა, გამომწვევი ქმედების შემდეგ ხელი ყელის არეშიც მოუჭირა, რასაც გურამის უხეში პასუხი მოჰყვა, ტედის მუხლიც მიარტყა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.
Crystalsport-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თუშიშვილი ჰონსუკო-მაკეთი დასაჯეს და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან ჩაიხსნა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ გურამი ხვალ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მისი დისკვალიფიკაცია ამ ეტაპზეც ვრცელდება. თუშიშვილის ნაცვლად კი ხვალ გუნდურში ილია სულამანიძე იასპარეზებს.