გურამ თუშიშვილი, ტედი რინერი
Aa
Aa

თუშიშვილის დასანანი მარცხი რინერთან და დაპირისპირება ბრძოლის შემდეგ

პარიზის ოლიმპიადის 1/4-ფინალურ ეტაპზე გურამ თუშიშვილი ტედი რინერს დაუპირისპირდა და ძალიან დასანანი მარცხი იწვნია.

ლეგენდარული ჯუდოკების დაპირისპირება თუშიშვილის უპირატესობით დაიწყო და რინერს შიდოც მიაღებინა. ბრძოლა მისი სცენარით მიდიოდა, თუმცა ერთ მომენტში ტედიმ სასურველი ჩავლება მიიღო და სუფთა იპონი შეასრულა.

ილეთისა და უკვე წაქცევის შემდეგ, რინერმა უღირსი ქმედება ჩაიდინა და თუშიშვილს რაღაც მიაძახა, ხელი ყელის არეშიც მოუჭირა, რასაც გურამის უხეში პასუხი მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.


გურამმა მერვედფინალში სენეგალელი ნდაიე რამდენიმე წამში იპონზე დააგდო და ძალების დაზოგვით მეოთხედფინალში გავიდა.

რინერმა კი თავისი ბრძოლა დამატებით დროში ილეთის გარეშე 3 შიდოთი (გაფრთხილება) მოიგო.

სამწუხაროდ, რეპეშაჟიდან გურამი მოხსნეს. ტედის პროვოკაციას გურამმა აღელვებით უპასუხა, რაც არ აპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. ასე რომ, დღევანდელი დღე ძიუდოში უმედლოდ ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურული ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს - ექიმის განცხადება ლაშას ტრავმაზე
გურული ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს - ექიმის განცხადება ლაშას ტრავმაზე