კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი, იაკობ ნისტრუპი
Aa
Aa

შეტევაში გარღვევის დიდ სურვილს ავლენს - კოპენჰაგენის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე

„კოპენჰაგენის’’ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნისტრუპმა დანიურ მედიასთან გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ ისაუბრა. მათ ქართველი მცველის შეტევით უნარს გაუსვა ხაზი. ასევე, აღნიშნა რომ გიორგი ფიზიკურად ძლიერია.

„საოცრად ინტენსიური ფეხბურთელია. აგრესიულია და ამასთან ერთად ძალიან კარგი სისწრაფე აქვს. ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელიც შეტევაში გარღვევის შესრულების დიდ სურვილს ავლენს. ის უფრო მეტად ისეთი მცველია, ვინც გარღვევას ასრულებს ვიდრე მცველი, რომელიც პასებით ამოსვლაში მონაწილეობს. ფიზიკურად ძლიერია, კარგი ბიჭია, რომელმაც „შახტარში'' მაღალ დონეზე საკმაოდ კარგი რაოდენობის მატჩები ჩაატარა’’.

„შახტარში'' გატარებული 1,5-წლიანი პერიოდის შემდეგ გოჩოლეიშვილმა კარიერა „კოპენჰაგენს'' დაუკავშირა. გასული სეზონის მეორე ნახევარში გოჩოლეიშვილს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და კლუბის შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

„კოპენჰაგენში’’ გოჩოლეიშვილის კონკურენტი მექსიკელი როდრიგო უესკასია, რომელიც ამ ზაფხულში „კრუს ასულიდან'' 2 მილიონ აშშ დოლარად იყიდეს და სუპერლიგის საწყის ორ ტურში თავი კარგად წარმოაჩინა. გოჩოლეიშვილისთვის სათამაშო დროის მოპოვება მარტივი არ იქნება, ძლიერი კონკურენტი ჰყავს. ასევე გეტყვით, რომ „კოპენჰაგენმა'' ელიას იელერტი „გალათასარაიში'' გაყიდა და გოჩოლეიშვილის ყიდვა ამ ტრანსფერის შემდეგ გადაწყვიტეს, რადგან სურდათ რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კარგი კონკურენცია ყოფილიყო.

„კოპენჰაგენის'' ისტორიაში გოჩოლეიშვილი მესამე ქართველი. ამ გუნდში მიხეილ აშვეთიასა და დავით ხოჭოლავას უთამაშიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები