წილისყრა გუნდურში - ძიუდოში საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ძიუდოში, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები 1/16-ფინალურ ეტაპს გამოტოვებს, მერვედფინალში იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წარმატებულად ასპარეზობის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე უზბეკეთსა და კანადას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ძიუდოში გუნდური შეჯიბრი ხვალ, 3 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, ძიუდოში მიმდინარე ოლიმპიადაზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი გვაქვს. ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ.
დღეს ტატამზე ქართველი ძიუდოისტი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გამოვა, რომელიც დიდი ალბათობით მეოთხედფინალში ტედი რინერს შეხვდება.
გოგონებში კი სოფიო სომხიშვილმა დღე წარმატებით დაიწყო და გერმანელი რენე ლილითი იპონით დაამარცხა. მერვედფინალში ჩვენი მეტოქე წონის ფავორიტი ფრანგი რომანე დიკო იქნება.