ხვიჩა კვარაცხელია, ედენ აზარი, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

ფედელე: თუ კვარა აზარია, მაშინ მე მარადონა ვარ

იტალიელმა ექსპერტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„კვარაცხელია იმავე როლში იქნება, როგორიც აზარს ჰქონდა ჩელსიში კონტესთან? თუ, კვარა აზარს ჰგავს, მაშინ მე მარადონა ვარ. აზარი 2008 წელს ვნახე და ის კაკას ტიპის მოთამაშე იყო. კვარა პოზიციითა და სტილით უფრო მეორე ფორვარდია. მას ძლიერი ფეხები აქვს, კარგი დრიბლინგი და მოჭრილი დარტყმები, გარღვევებს ორივე მხარეს კარგად აკეთებს, ის ყველა პოზიციაზე მოქმედებს, როცა ეროვნულ ნაკრებშია, მათი ნაკრები კი ბევრ მომენტს ქმნის, რადგან ხვიჩა ფორვარდთან ახლოს მოქმედებს.

კონტესთან ერთად ის უფრო მოტივირებული ჩანს? მას მოტივაციას ანაზღაურება აძლევს, რომელიც შეიძლება ახალი კონტრაქტით მიიღოს, შემდეგ კი სხვა ადგილას წასვლას შეძლებს”.

- ამბობს ფედელე.

შეგახსენებთ, რომ კვარამ კონტეს ახალ 3-4-2-1 სქემაში თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა პრობლემად ახალი კონტრაქტი რჩება, რომელზეც მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენს ლიგა: იბერია 1999 მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
კონფერენს ლიგა: იბერია 1999 მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა