იბერია უფრო სერიოზული მეტოქეა - ბასაქსეჰირის მწვრთნელის კომენტარი
თურქული „ბასაქსერის’’ მთავარი მწვრთნელი ცაგდას ათანი „ლა ფიორიტას’’ გამოთიშვის შემდეგ მედიას ესაუბრა და „იბერია 1999’’ ახსენა, UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ-თურქული დაპირისპირება გაიმართება.
„მადლობა ფეხბურთელებს იმ ბრძოლისთვის, რაც „ლა ფიორიტასთან’’ აჩვენეს მაღალი ტემპერატურის პირობებში. ახლა ჩვენი მეტოქე „იბერია’’ იქნება, რომელიც უფრო მაღალი დონის და უფრო სერიოზული გუნდია. მაქსიმალურად მალე „იბერიის’’ თამაშის ანალიზს გავაკეთებთ და მატჩისთვის მოვემზადებით’’.
„ბასაქსეჰირმა’’ სან მარინოს კლუბი „ლა ფიორიტა’’ ორი მატჩის ჯამში 10:1 დაამარცხა (6:1, 0:4). რაც შეეხება „იბერიას’’, ლევან კორღალიძის გუნდმა ალბანურ „პარტიზანს’’ 2:0 (2:0, 0:0).
„ბასაქსეჰირში’’ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი. ყველაზე ცნობილი მოთამაშეები პოლონელი კშიშტოფ პიონტეკი და ბერძენი დიმიტრის პელკასი არიან. განსაკუთრებით ალბათ ეს პოლონელზე ითქმის, რომელიც „მილანში’’ თამაშობდა, სერია A-სა და ბუნდესლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. „ლა ფიორიტასთან'' 10-დან 3 გოლი პიონტეკის აქტივშია.
ასევე, „ბასაქსეჰირი’’ „ბეშიქთაშიდან’’ ონურ ბულუთის გადაბირებაზე მუშაობს. 30 წლის მარჯვენა მცველს ბუნდესლიგაში „ფრაიბურგის’’ რიგებში უთამაშია და თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა.
„იბერიასა'' და „ბასაქსეჰირს'' შორის პირველი მატჩი „მიხეილ მესხზე'' 8 აგვისტოს გაიმართება.