გურული ოქროსთვის ბრძოლას აგრძელებს - ექიმის განცხადება ლაშას ტრავმაზე
ქართველი მოკრივე ლაშა გურული, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, ტრავმის მიუხედავად რინგზე გამოსვლას გააგრძელებს. ამ თემაზე განცხადება საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ გააკეთა, უცვლელად გთავაზობთ.
“ლაშა გურული თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას” - ასეთია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელის, ფირუზ ტუნაძის შეფასება ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით.
“ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. კერძოდ, გვქონდა ორივე წარბის ნახეთქი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. ამჟამად, სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას” - განაცხადა ფირუზ ტუნაძემ.
ლაშა გურულმა, პარიზის თამაშებზე მეორე შეხვედრა მოიგო და ისტორიულო ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა, ქართველი მოკრივე აგრძელებს ბრძოლას ოქროს მედლისთვის. ლაშა შემდეგ დაპირისპირებას 4 აგვისტოს გამართავს.