მერაბ დვალიშვილი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„ძალიან სახიფათო სტილი აქვს“ | ფიგერედოს სჯერა, რომ მერაბი ომალის დაამარცხებს

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დეივისონ ფიგერედომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ბრაზილიელმა მებრძოლმა „მანქანის“ გამარჯვება ივარაუდა და განაცხადა, რომ მას შონ ომალის დამარცხება შეუძლია.

„თუ მერაბ დვალიშვილი დისტანციიდან იჩხუბებს, რაც რთული წარმოსადგენია, ომალი ფავორიტი იქნება. შუგას ბრწყინვალე კრივი აქვს და ჩემპიონი ტყუილად არაა, მაგრამ ძალიან ძნელია, მერაბის წინააღმდეგ ჩხუბობდე და ბრძოლა მხოლოდ დგომში წარიმართოს.

დვალიშვილი დისტანციას ამცირებს და ღობესთან ბრწყინვალედ მუშაობს, ეს კი შესაძლოა, ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათო იყოს. დვალიშვილს თეიქდაუნის განხორციელება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. დიახ, მოსაწყენი სანახავია, მაგრამ ეს სტილი ჩემპიონს ენერგიას გამოაცლის და მჯერა, დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, 14 სექტემბერს გაიმართება. UFC-იმ ეს ჩხუბი ოფიციალურად ჩანიშნა და „მანქანას“ აქვს შანსი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ | როგორ შეაფასა EJU-მ სულამანიძის წაგება
„ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ | როგორ შეაფასა EJU-მ სულამანიძის წაგება