კონფერენს ლიგა: იბერია 1999 მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია 1999“-მა განმეორებით შეხვედრა სტუმრად ალბანეთში „პარტიზანთან“ გამართა და ფრედ 0:0 ითამაშა.
პირველ შეხვედრაში თბილისურმა კლუბმა „მიხეილ მესხზე“ მეტოქე დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ბურთსაც აკონტროლებდნენ, მომენტებიც უფრო მეტი ჰქონდათ, თუმცა რეალურ საგოლე შანსამდე ვერ მივიდნენ და „იბერია 1999“-მა მეტოქეს თავს თავისი სცენარი მოახვია და ლევან კორღალიძის გუნდმა მწვრთნელის დავალება იდეალურად შეასრულა.
ამრიგად, „იბერია 1999“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზეა და მათი მეტოქე თურქული „ბაშაქშეჰირი“ იქნება.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსულ „ომონიასთან“ 1:2 დათმო და კონფერენს ლიგას გამოეთიშა.