ილია სულამანიძე
Aa
Aa

„ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ | როგორ შეაფასა EJU-მ სულამანიძის წაგება

ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ქართველი ჯუდოკა ფინალში, დასანან სტილში დამარცხდა და აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან სამი გაფრთხილებით წააგო. კოცოევისა და სულამანიძის შეხვედრას ევროპის ძიუდოს კავშირი, EJU გამოეხმაურა და ფინალზე დაწერა.

კოცოევმა ფინალში მოგება საჩუქრად მიიღო

„ზელიმ კოცოევისა და ილია სულამანიძის მიერ ნაჩვენები საოცარი ძიუდოს გამო, ფინალური შეხვედრის გარშემო დიდი მოლოდინი იყო გაჩენილი. სულამანიძე და კოცოევი აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრილან და მათ ანგარიშზე 2-2 მოგება იყო, რის გამოც, პროგნოზის ლოგიკით გამყარება წარმოუდგენელი გახლდათ.

პირველი „ჰაჯიმედან“ აშკარა იყო, რომ სულამანიძეს უპირატესობა ჰქონდა და მალევე, უცური გოშით ვაზარი მიითვალა. ერთი შეხედვით, შეიძლებოდა, ილიასთვის იპონი მიეცათ, მაგრამ კოცოევმა მხრის დადება მოასწრო, რის გამოც ილიას ვაზარი ჩაუთვალეს და აზერბაიჯანელი შიდოთი დასაჯეს.

საფინალო გონგამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და ორივე ჯუდოკას 2-2 შიდო ჰქონდა, რის შემდეგაც მოვლენები საოცრად განვითარდა. სულამანიძე ზურგზე დაეცა და შეიძლებოდა, მისი მოქმედება სუმი გაეშის მცდელობად შეეფასებინათ, მაგრამ ჩავლება სწრაფად დათმო და არასწორი შეტევის გამო, მესამე შიდო მიიღო.

ოლიმპიადის ძიუდოს დღეებისას, ეს ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია იყო და არის მოვლენა, რომელიც ქართველ ჯუდოკას დიდი ხანი არ დაავიწყდება. თუმცა, ის პირველი ქართველია, ვინც -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური მედალი აიღო“, - წერს EJU.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ტატამიზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები გავლენ და მედლის აღებას გურამ თუშიშვილი შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე