მაგიდის ჩოგბურთი
Aa
Aa

უდიდესი სენსაცია მაგიდის ჩოგბურთში: შვედმა ჩინელების დომინაცია დაასრულა

მაგიდის ჩოგბურთში დღეს ოლიმპიადაზე ისეთი რამ მოხდა, როგორიც უკვე ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. 2004 წლის შემდეგ პირველად, ფინალი ჩინური აღარ იქნება!

მეორე წრეში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ჩინელი ვანგ ჩუქინი, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია, მეორე წრეში შვედ ტრულს მორეგარდთან 2:4 დამარცხდა.

24 წლის ჩინელი, 22 წლის შვედთან დამარცხდა, რომელიც რეიტინგში 26-ე ნომერი იყო.

სრულიად შოკირებული იყო ვანგ ჩუქინი, რომელმაც შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ეს თქვა:

„ემოციებზე კონტროლი ცოტათი დავკარგე“.

რაც შეეხება შვედს, ის უბედნიერესი იყო და რეალობის დაჯერება უჭირდა:

„აბსოლუტური შოკი მაქვს. ეს ყველაზე დიდი რამ არის, რისი მიღწევაც ამ ოლიმპიადაზე შემეძლო. მე მსოფლიოს პირველ ნომერს მოვუგე და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?“

ჩინელები ამჯერად იმედებს ფან ჯენდონგზე ამყარებენ, რომელიც ამჟამად მეოთხედფინალში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ილია სულამანიძე: დანებებას არ ვაპირებ, ყველაფერს გამოვასწორებ
ილია სულამანიძე: დანებებას არ ვაპირებ, ყველაფერს გამოვასწორებ