ილია სულამანიძე
Aa
Aa

ილია სულამანიძე: დანებებას არ ვაპირებ, ყველაფერს გამოვასწორებ

პარიზის ოლიმპიადაზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში დასანანი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასეთ ფორმაში და ასე მომზადებული არც ერთ ტურნირზე არ ვყოფილვარ. ამ მომენტში ჩემზე მეტად გული არავის სტკივა.

ძალიან რთულია საუბარი, რაც ახლა ჩემს თავში და გულში ხდება, ამის გადმოცემა ძალიან რთულია. მადლობა ყველას, ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს, ყველას ვინც მხარში მედგა. არ ვიცი, უკვე ეს აღარ არის ნორმალური, რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი. ფარ ხმალს არ დავყრი და ბრძოლას მთელი ცხოვრება გავაგრძელებ.

გამეორება მეც ვნახე და თუ იპონი იქნება, ამით გული უფრო დამწყდება. ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მგონია, რომ იპონი იყო.

დანებებას არ ვაპირებ, ყველაფერს გამოვასწორებ“.

ილიამ ფინალი აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან პრაქტიკულად მოგებული ბრძოლა 8 წამით ადრე წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე