მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ბოლო შანსია, რომ წააგოს ქამრისთვის ვეღარ იჩხუბებს“ | უმარ ნურმაგომედოვი მერაბზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. ნურმაგომედოვის აზრით, „მანქანას“ ერთი შანსი აქვს, რათა ტიტული დაისაკუთროს და „შუგასთან“ წაგების შემთხვევაში, ის ჩემპიონი ვერასდროს გახდება.

„ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილთან ძალიან ცუდად იჩხუბა. ჩემი აზრით, სეხუდომ ასაკისა და 3-წლიანი პაუზის გამო წააგო. ჰენრის დვალიშვილთან კარიერის პიკში ყოფნისას რომ ეჩხუბა, საერთოდ სხვა შედეგს მივიღებდით. მერაბს კარგი პერიოდი უდგას. დვალიშვილს მშვენიერი ჭიდაობა აქვს და არ იცი, როდის დაგარტყამს ან თეიქდაუნზე როდის წავა. სხვადასხვა იარაღის კომბინირებას შესანიშნავად ახდენს, მაგრამ არ ვიცი, ჩემთან რას აპირებს, რადგან კარგი ჭიდაობა მაქვს და სტრაიკინგიც გამომდის. შემიძლია, მერაბს ერთი ფეხი დავუთმო და ვიცი, რომ პარტერში მაინც ვერ გადამიყვანს.

ომალისა და დვალიშვილის ბრძოლაზე პროგნოზის გაკეთება რთულია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, დავალებას რომელი მებრძოლი შეასრულებს. თუ მერაბი თეიქდაუნებს განახორციელებს და მეტოქეს პარტერში დატოვებს, სადაც დომინანტი იქნება, გაიმარჯვებს. თუ ომალი მერაბს დისტანციის შემცირების საშუალებას არ მისცემს და კრივსა და ფეხით დარტყმებს კარგად გამოიყენებს, გაიმარჯვებს. ბევრი რამ მომზადების დონეზე იქნება დამოკიდებული.

მერაბმა რომ წააგოს, საჩემპიონო ქამრისთვის ვეღარასდროს იჩხუბებს. 34 თუ 35 წლისაა და არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი უნდა იჩხუბოს და რამდენი ბრძოლა მოიგოს, რომ სატიტულო დაპირისპირება კიდევ ერთხელ მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ბრძოლა ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“, 14 სექტემბერს გაიმართება. უმარს რაც შეეხება, მისი მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ“ - მიქაუტაძემ ლიონში დებიუტი შეაფასა
„ძალიან ბედნიერი ვარ“ - მიქაუტაძემ ლიონში დებიუტი შეაფასა