ილია სულამანიძე
Aa
Aa

მარცხი 8 წამით ადრე - ილია სულამანიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა

პარიზის ოლიმპიადაზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან პრაქტიკულად მოგებული ბრძოლა 8 წამით ადრე წააგო.

ილიამ ფინალი დამაჯერებლად დაიწყო და ვაზარით იგებდა კიდეც. მეტოქეს 2 შიდოც ჰქონდა და სცენარს სრულად სულამანიძე აკონტროლებდა, თუმცა მეორე შიდოს მიღების შემდეგ, ბოლო 8 წამში გაუაზრებლად და გაუმართლებლად იმოქმედა და კოცოევს, რომელსაც საერთოდ არაფერი გამოსდიოდა, კიდევ ერთი უადგილო ჩავარდნა გააკეთა, რის შემდეგაც მსაჯმა მესამე შიდო მისცა და აზერბაიჯანელმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ილიას ემოციები ყველაფერზე მეტყველებდა...

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ვერცხლი და 1 ოქროს მედალია.

ხვალიდან ბრძოლაში +100 კილოგრამი წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ჩაებმება, რომელიც პირველ რაუნდში დაისვენებს. მეორე რაუნდში მისი მეტოქე მბაგნიკ ნდიაე (30-ე ნომერი) ან ბუბაქარ მანე (51-ე ნომერი) იქნება. თუშიშვილი და ტედი რინერი ერთ ბადეში არიან და სავარაუდოდ, მათი დაპირისპირება მეოთხედფინალში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე
ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე