ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე
Aa
Aa

ქალმა ბრძოლა შეწყვიტა: ბიოლოგიური კაცი ქალთა კრივში? სკანდალი ოლიმპიადაზე

პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე მორიგი სკანდალი დაფიქსირდა. ქალთა შორის საშუალო წონით კატეგორიაში 1/8-ფინალში ერთმანეთს იტალიელი ანჯელა კარინი და ალჟირელი იმან ხელიფი დაუპირისპირდნენ. იტალიელმა ბრძოლაზე 45 წამის შემდეგ უარი განაცხადა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელმა მეტოქის დარტყმას ვერ გაუძლო, რადგან ის ბიოლოგიურად კაცია. 2023 წელს ხელიფი მსოფლიო თასიდან მოკვეთეს. ამის მიზეზი ტესტოსტერონების გაზრდა იყო. მისი მოკვეთა პარიზის ოლიმპიადაზეც განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუშვეს.

ანჯელა კარინიმ ბრძოლის დაწყებიდან 40 წამის შემდეგ ტაიმაუტი აიღო, რომლის დროსაც იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან ხედავდა რაც ხდებოდა. საბოლოოდ მან მსაჯს ანიშნა, რომ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებდა.

La Gazzetta dello Sport-მა პირის მოძრაობით დაადგინა, თუ რას ამბობდა იტალიელი მებრძოლი:

„საშინელი ტკივილი მაქვს, არ მინდა გაგრძელება“.

როცა მსაჯი საბოლოო შედეგის გამოცხადებას აპირებდა, იმ მომენტში კარინიმ თავის გუნდს დაუძახა:

„ეს არ არის სამართლიანი! ეს უსამართლობაა!“

ხელიფი ქალია, თუმცა მას სვაიერის სინდრომი აქვს. ამ სინდრომის მქონეები ბიოლოგიურად (გენიტალიებით და სასქესო ორგანოებით) ქალები არიან, მაგრამ XY ქრომოსომა აქვთ და ჰორმონებიც კაცის აქვთ (ქალები XX ქრომოსომებს ატარებენ). ტესტოსტერონის გაზომვის შემდეგ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კაცად ცნეს და არ დაუშვეს. ოლიმპიადაზე კი ანალიზი არ გაუკეთეს...

„მე არ ვარ ის, ვინც მას უნდა გაუმკლავდეს. რინგზე გავედი იმისთვის, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო. მე უნდა ვცადო ბრძოლა, მიუხედავად კამათისა და ყველაფრისა. ეს იყო ჩემი ოლიმპიადა, რომლის მოგებაც მინდოდა.

მეორედ რომ ცხვირში მომხვდა, სუნთქვა გამიჭირდა. მწვრთნელს მივუახლოვდი და ვუთხარი: საკმარისია“. - ამბობს იტალიელი ანჯელა კარინი.

ამ სკანდალურ ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი ბრიტანელი მწერალი, „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯ. კ. როულინგი:

„ახალგაზრდა ქალ მოკრივეს ახლახან ყველაფერი წაართვეს, რაზეც ის მუშაობდა, ვარჯიშობდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ის რინგზე მამაკაცის წინააღმდეგ გაუშვეს. ეს სამარცხვინო ფაქტია და პარიზის ოლიმპიადის სახელი ამის გამო სამუდამოდ შელახული იქნება. ეს სასტიკი უსამართლობა იყო“.

- განაცხადა როულინგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა სეხუდო განოკდაუნებს, ომალის ერთი დარტყმაც საკმარისია“ | ჩიტო ვერა მერაბზე
„როცა სეხუდო განოკდაუნებს, ომალის ერთი დარტყმაც საკმარისია“ | ჩიტო ვერა მერაბზე