იპონი 11 წამში! ილია სულამანიძე ფინალშია
პარიზის ოლიმპიადაზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ილიამ ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ ეიხი ბრძოლის დაწყებიდან 11 წამში იპონზე დააგდო და ფინალში ძალიან ეფექტური გდებით გავიდა.
სულამანიძემ 1/8-ფინალში იტალიელი ჯენარო პირელი ასევე იპონით დაამარცხა. შემდეგ იყო მეოთხედფინალი და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით გამოთიშა.
ფინალში სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება, რომელიც ასევე მთელი დღეა დამაჯერებლად გამოიყურება და წინ დაძაბული ფინალი გველის.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე უკვე 1 ვერცხლი და 1 ოქროს მედალია. ტატო გრიგალაშვილმა და ლაშა ბექაურმა ჩვენს დელეგაციას პირველი მედლები მოუტანეს.