„იუვენტუსი, ვალენსია...“ - დარასელიას თასის მონაწილე გუნდები ცნობილია
23-28 აგვისტოს, თბილისში ყოველწლიური ტრადიციული გათამაშება - ვიტალი დარასელიას სახელობის თასი საერთაშორისო თასი ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, აქედან ორი კი ქართული კლუბი იქნება. თბილისში ვიხილავთ იუვენტუსის, უოტფორდის, ვალენსიას, გალათასარაის, დინამო თბილისისა და თბილისის ლოკომოტივის ასაკობრივ გუნდებს.
გუნდები ორ, A და B ჯგუფში გადანაწილდებიან. A ჯგუფში იქნებიან დინამოს, იუვენტუსისა და უოტფორდის გუნდები, B ჯგუფში კი იუვენტუსის, გალათასარაისა და ლოკომოტივის.
ცნობისთვის, გეტყვით, რომ თამაშებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში მდებარე ლოკომოტივის ბაზა უმასპინძლებენ.