დავით ხოჭოლავა, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილი და სხვები - ახალი რითმი კოპენჰაგენში

რამდენიმე დღის წინ „კოპენჰაგენმა“ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა გუნდიდან გააცილა, მეორე გიორგი გოჩოლეიშვილი კი დაიმატა. 31 წლის ხოჭოლავას ფეხბურთიდან წასვლის მიზეზი უკვე ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მას ბოლო პერიოდში „შახტარში“ მწირი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, რის გამოც გადაწყვიტა დონეცკის კლუბი დროებით დაეტოვებინა. სწორედ დანიური გრანდის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს მიეძღვნა კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული წერილი.

რას წერენ კოპენჰაგენზე

როდრიგო უესკასის, მუნაშე გარანანგის, ტომას დელანისა და გიორგი გოჩოლეიშვილის სახით კლუბმა ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, რომლებიც გუნდის თამაშში ძალიან ბევრ სიახლეს შეიტანენ.

გუნდმა კამილ გრაბარის, პეტერ ანკერსენის, ელიას ჟელერტისა და დავით ხოჭოლავას სახით დაკარგა სერიოზული ფიგურები, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა ძალიან კარგად იმუშავა და მათი ღირსეული შემცვლელები უკვე მოიძებნა. თანაც, ეს უკანასკნელი, სუნე-სმიტ ნილსენი გვპირდება, რომ „კოპენჰაგენის“ სატრანსფერო საქმიანობა ამით არ დასრულებულა და 2 სექტემბრამდე სერიოზულ აქტიურობას გეგმავენ.

ორი ტურის შემდეგ 6 ქულით „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ლიდერ „რანდერსს“ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება. გიორგი გოჩოლეიშვილი და მისი თანაგუნდელები დღეს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გიბრალტარის „მაგპისს“ უმასპინძლებენ, რომელიც პირველ მატჩში 3-ბურთიანი სხვაობით ჰყავთ დამარცხებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები