მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, მარლონ ვერა
Aa
Aa

„როცა სეხუდო განოკდაუნებს, ომალის ერთი დარტყმაც საკმარისია“ | ჩიტო ვერა მერაბზე

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, შონ ომალის დაუპირისპირდება. „შუგას“ ყოფილმა მეტოქემ, მარლონ „ჩიტო“ ვერამ აღნიშნულ ჩხუბთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „მანქანას“ რთული შეხვედრა ელოდება.

„მერაბისა და ომალის ჩხუბი საინტერესო ბრძოლაა, რადგან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ შონი სასაცილო ტიპია და არ ვარჯიშობს, მაგრამ ასე არაა. ომალი ნამდვილი პროფესიონალია და თავდაუზოგავად შრომობს.

ხალხი დვალიშვილის ყბის გამო ნერვიულობს, რადგან იგი თითქმის ყველამ დაანოკდაუნა. როცა ჰენრი სეხუდო განოკდაუნებს, ომალისთან წარმატებები ნამდვილად დაგჭირდება. სეხუდო 120 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე მებრძოლია და თუ ის განოკდაუნებს, ნიშნავს, რომ ომალის ერთი დარტყმა და შეიძლება ჩხუბი დასრულდეს“.

ცნობისთვის, ომალისა და ვერას დაპირისპირება UFC 299-ის მთავარი მოვლენა იყო და „შუგამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბისა და შონის დაპირისპირებას რაც შეეხება, „მანქანას“ საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება 14 სექტემბერს, ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ“ - მიქაუტაძემ ლიონში დებიუტი შეაფასა
„ძალიან ბედნიერი ვარ“ - მიქაუტაძემ ლიონში დებიუტი შეაფასა