გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

უოტფორდის ნახევარდაცვის პოზიტივი - ჩაკვეტაძის გოლის ეფექტი

შარშანდელ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ შემადგენლობაში თითქმის ყველა იმ შეხვედრაში გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო, რომელიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა გიორგის საკმაოდ დაბალი შედეგიანობა ჰქონდა, რის გამოც მასზე აღმატებით ხარისხში საუბარი თითქმის ყველა საფეხბურთო ექსპერტსა და ჟურნალისტს უჭირდა. წლევანდელი სეზონი კი 24 წლის ნახევარმცველისთვის პოზიტიურად დაიწყო და მან „უიკომბ უონდერერსის“ კარში ეფექტური ბურთი გაიტანა, რაც ინგლისურ სპორტულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ.

ჩაკვეტაძის თამაშის შეფასება

გოლი ყველამ კარგად ნახა, ის უდიდესი სამუშაო კი რაც მან მოედანზე თითქმის 70 წუთის განმავლობაში გასწია, თითქმის შეუმჩნეველი იყო. „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი მასზე უდიდეს იმედებს ამყარებს და წესით, მომავალ სეზონში ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურა უნდა იყოს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების რიგებში ჩაკვეტაძე არამხოლოდ ტექნიკით, არამედ ყველა ბურთისთვის ბრძოლით გამოირჩეოდა. კლევერლიმ იმედი გამოთქვა, რომ კლუბშიც ასეთ გიორგის იხილავს და „უიკომბთან“ მატჩი მისი სურვილების ასრულების დასაწყისად უნდა იქცეს.

„უოტფორდის“ რიგებში გამართულ 37 შეხვედრაში ჩაკვეტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 29 მატჩში კი მან თავი 8 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები