„ძალიან ბედნიერი ვარ“ - მიქაუტაძემ ლიონში დებიუტი შეაფასა
გუშინ, „ლიონის“ მთავარ გუნდში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი შემტევის გუნდი ამხანაგურ მატჩში საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 76-ე წუთზე წუთზე გამოჩნდა და საერთო ჯამში 20 წუთამდე ითამაშა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა კომენტარი „ლიონის“ ტელევიზიასთან გააკეთა და დებიუტის შედეგად გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.
რა თქვა ჟორჟმა:
„ბოლოს და ბოლოს, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა „ლიონში“ ჩემი პირველი მატჩი ჩავატარე. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის ამ მაისურის ტარება ძალიან საამაყოა. ეს სახალისოცაა, უბრალოდ უნდა ვისიამოვნო, გავერთო, მოვიგო თამაშები და თასები“.
????️ « C'est une grande fierté de porter ce maillot" ????????
— Olympique Lyonnais (@OL) August 1, 2024
Georges Mikautadze était au micro d'@OLPLAY_Officiel après #OLTFC (0-0). pic.twitter.com/nBmyHClFuF
პრესეზონზე, „ლიონი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. ამის შემდეგ, მიქაუტაძის გუნდი 10 აგვისტოს ემირატების თასზე „არსენალს“ დაუპირისპირდება, 18 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენის“ შეხვდება.