იბერია 1999, ორგეშ შეჰი
Aa
Aa

„იმედია ორმაგი სტანდარტებით აღარ იმსაჯებენ“ - პარტიზანის მწვრთნელი იბერიასთან მატჩამდე

დღეს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „იბერია“ სტუმრად ალბანეთის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. საქართველოს თასის მფლობელი ტირანაში კომფორტული უპირატესობით ჩავიდა, რადგან ერთი კვირის წინ თბილისში მეტოქე შოთა ნონიკაშვილისა და შეიკნე სილას ბურთებით 2:0 დაამარცხა. ქართველებთან დაპირისპირებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ალბანეთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ორგეშ შეჰიმ აღნიშნა, რომ ჯერ დაკარგული არაფერია და ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

რა თქვა პარტიზანის მწვრთნელმა

აგრესიულად და სწრაფად უნდა ვითამაშოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი სხვაობით დავმარცხდით, ერთმა გატანილმა გოლმა შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

რას ვიტყვი თბილისში გამართულ პირველ მატჩზე? მსაჯობის კუთხით ორმაგ სტანდარტებს ჰქონდა ადგილი. მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელი, მაშინ როდესაც სამ-ოთხ შემთხვევაში არბიტრს იგივეს გაკეთება „იბერიას“ მოთამაშეების მიმართებითაც შეეძლო. იმედია, მსგავსი რამ აქ აღარ განმეორდება.

„პარტიზანის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ლევან კორღალიძის მიერ მომზადებული თბილისის კლუბი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი ალბათობით თურქეთის „ბაშაქშეჰირს“ შეხვდება, რომელმაც პირველ მატჩში სან მარინოს „ლა ფიორიტა“ 6:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები