ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

„ტალახაძესთან ისინიც უშანსოდ არიან“ - სტატია აფრიკელ ძალოსნებზე

ისევე როგორც წინა ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერადაც ძალოსნობის შეჯიბრება წლის მთავარი სპორტული ღონისძიების ბოლოს იმართება და ბუნებრივია, თითოეული ქართველი გულშემატკივარი ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ ლაშა ტალახაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთხელ ავა. არამხოლოდ ქართველებს, არამედ ამაში მსოფლიოს მასშტაბით ბევრს არავის ეპარება ეჭვი, რაზეც ერთ-ერთ აფრიკულ სპორტულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც მეტყველებს, სადაც +102 კილოგრამ წონით კატეგორიაში შექმნილ სიტუაციაზე არის საუბარი

რას წერენ აფრიკელები

ჩვენი კონტინენტიდან ყველაზე პრესტიჟულ უმძიმეს წონით კატეგორიაში ალჟირელი ვეტერანი ძალოსანი ვალიდ ბიდანი იასპარეზებს, რომლისთვისაც ეს რიგით მესამე ოლიმპიური თამაშებია. მასზე კიდევ უფრო გამოცდილია აფრიკის 7-გზის ჩემპიონი აბდელრაჰმან ელ-საიდი ეგვიპტედან და მისი დებიუტი 2008 წლის პეკინის თამაშებზე შედგა.

კოლოსალური გამოცდილების მიუხედავად, ამ აფრიკელ ძალოსნებს ოქროს მედლის მოგების შანსი არ აქვთ, რადგან პარიზში მორიგი ჩემპიონობისთვის არის ჩამოსული ფენომენალური შესაძლებლობების პატრონი ლაშა ტალახაძე. მისთვის ყველაზე მეტად კონკურენციის გაწევა ირანელ ალი დავუდისა და სირიელ მან საადის შეუძლიათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინიც ვერაფერს ახერხებენ ხოლმე.

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური თამაშები 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში და 2021 წელს ტოკიოში მოიგო. ის ასევე მსოფლიოს შვიდგზის და ევროპის ამდენივეგზის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები