ტატო გრიგალაშვილი, ტაკანორი ნაგასე
Aa
Aa

„საუკეთესოდ იჭიდავა, სხვანაირად ტატოს ვერ მოუგებდა“ - ნაგასეს სახეცვლილება

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას გუშინწინ პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა, რომელიც ფინალში ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. 30 წლის იაპონელი ძიუდოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა. იაპონურ სპორტულ მედიაში მასზე ამ ქვეყნის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელმა, კეიჯი სუძუკიმ ისაუბრა, რომელიც გრიგალაშვილის მაღალ კლასსაც შეეხო.

რას ამბობს ნაგასეს მწვრთნელი

წლებია ტაკანორის ჭიდაობას თვალყურს ვადევნებ და ასეთ დონეზე არასოდეს ყოფილა. 100 კი არა, 200 პროცენტი გამოავლინა ფინალში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტატო გრიგალაშვილის დონის ძიუდოისტს ვერ აჯობებდა.

მისი პირადი მწვრთნელისგანაც ვიცი, რომ რაღაც პერიოდი არაფერი გამოსდიოდა. წინა, ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ, მან აქამდე მხოლოდ ერთი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო და ისიც 4-5 თვის წინ, მარტში.

ფინალში გამარჯვების შემდეგ ნაგასეს დედას ვესაუბრე და მომიყვა, რომ ტაკანორი განსაკუთრებით ნერვიულობდა, რადგან გრიგალაშვილისა და კასეს სახით ორი მსოფლიო დონის ვარსკვლავის წინააღმდეგ მოუწევდა ბრძოლა. არადა შანსი ჰქონდა ისტორიაში შესულიყო და ზედიზედ ორი ოლიმპიადის მოგებით ისტორიაში შესულიყო, რაც საბედნიეროდ მოახერხა.

ნაგასემ გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის 3-3-გზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა, იქამდე კი გზიდან ქართველი ძიუდოისტის ბოლო წლების ტრადიციული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე ჩამოიშორა.

მსგავსი სიახლეები