ტორინო, გიორგი მიქაუტაძე, საბა საზონოვი, პიერ საჟი
Aa
Aa

„რთულია, მეტი მოთხოვო“ - ლიონის მწვრთნელი მიქაუტაძის დებიუტზე

გუშინ, „ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. ქართველი შემტევის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველ თავდამსხმელს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისი თამაში „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა შეაფასა.

რა თქვა საჟმა:

„მისი შესვლა ძალიან მომეწონა, ის მონდომებული იყო. მაგრამ რთულია მეტი მოთხოვო, რადგან გუნდში ჯერ მხოლოდ 3 ვარჯიში აქვს ჩატარებული“.

პრესეზონზე, „ლიონი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. ამის შემდეგ, მიქაუტაძის გუნდი 10 აგვისტოს ემირატების თასზე „არსენალს“ დაუპირისპირდება, 18 აგვისტოს კი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ახალ პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა“
„კვარა ახალ პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა“