„კვარა ახალ პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა“
იტალიელმა ანალიტიკოსმა ალესანდრო დ’არიამ „ნაპოლი“ „ბრესტის“ მატჩის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდის თამაში განიხილა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
ნეაპოლელებმა რასპადორის გოლით 1:0 მოიგეს. კვარამ კი ჯამში 80 წუთი ითამაშა და გუნდში საუკეთესო იყო.
„უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ლამაზი გოლისა, რასპადორი არ შეიძლება ცენტრფორვარდად ჩაითვალოს. მაცოკიმ კარგად ითამაშა, აქტიურობდა და ბურთთან ხშირად იყო, თუმცა ასევე ბევრი დაკარგვაც ჰქონდა. კვარამ ის ერთ მომენტში ერთი-ერთზეც დატოვა.
რაც შეეხება ხვიჩას, ის ახალ პოზიციაზე თამაშობდა და მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა, თუმცა ჯერჯერობით თავის საუკეთესო ფორმას ბევრად ჩამორჩება“.
- ამბობს ალესანდრო დ’არია.
ხვიჩას თამაში შეაფასა tuttonapoli-მაც:
„ის ფლანგზეც გადადიოდა და ცენტრში იწევდა, ხაზს გამუდმებით ამოძრავებდა და სპინაცოლასთან ერთად სინქრონულად მოძრაობდა. მისი წარმოუდგენელი ხარისხის აფეთქებები, ორმაგი ცრუმოძრაობები, ეს ყველაფერი კვარას საუკეთესო ვერსიას გვახსენებს. მეორე ტაიმში მისი გასროლა ძელს ხვდება, მას მშვენიერი მოჭრილი დარტყმით გატანა შეეძლო. შემდეგ მაცოკი ერთი-ერთზე დატოვა, მაგრამ მან ვერ გაიტანა. საბოლოოდ ხვიჩა მე-80 წუთზე ჩედირამ შეცვალა“.
აქვე გეტყვით, რომ კონტეს გუნდს 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ მატჩი ელით. „პარტენოპეისთვის“ სეზონი 10 აგვისტოს იწყება და იტალიის თასზე „მოდენასთან“ თამაში ელის.