რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი: “მისია, რომელიც ჩემს თავს დავუსახე, დასრულდა“

რაფაელ ნადალისთვის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. ლეგენდარულმა ესპანელმა ოლიმპიურ თამაშებზე ბოლოჯერ ითამაშა.

მატადორი წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად მეოთხედფინალში იმყოფებოდა და ამერიკულ დუეტს დაუპირისპირდა. კრაიჩეკის და რაჯივ რამის წყვილმა ორ სეტში 6:2 6:4 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რაფამ კომენტარი გააკეთა.

ნადალი:

„მისია, რომელიც ოლიმპიადაზე ჩემს თავს დავუსახე დასრულდა. ეს არაფერზე მოქმედებს. მე პროფესიონალი ვარ და ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ამის სურვილი ნამდვილად მაქვს.

წლის დასაწყისში დავგეგმე, რომ ოლიმპიადამდე აუცილებლად ვითამაშებდი. ახლა სახლში დაბრუნებას და დასვენებას ვაპირებ. როდესაც გადავწყვეტ ჩემი მომავალი ჩოგნით ხელში იქნება, თუ მის გარეშე აუცილებლად გაგაგებინებთ.“

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა მიმდინარე ოლიმპიადაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ 1/16 ფინალში ითამაშა და წააგო.

რაც შეეხება ალკარასს, ის მეოთხედფინალში იმყოფება და ნახევარფინალში გასასვლელად ტომი პოლის ბარიერის დაძლევა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი და ნოვაკის სიტუაცია განსხვავდება“ - ნადალი ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ
“ჩემი და ნოვაკის სიტუაცია განსხვავდება“ - ნადალი ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ