გიორგი მიქაუტაძე, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის წინააღმდეგ - ლიონში მიქაუტაძის დებიუტი შედგა

31 ივლისს „ლიოში“ გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში „ოლიმპიკი“ ტურინის „ტორინოს“ დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩში ქართველების დაპირისპირება შედგა - მიქაუტაძემ და საზონოვმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, თუმცა სასტარტოდან არც ერთს დაუწყია. ორივე მათგანი მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა.

მიქაუტაძეს დარჩენილ დროში საგოლე მომენტი არ ჰქონია. ეს მისი დებიუტი იყო და ჟორჟი მხოლოდ ახლა იწყებს.

რაც შეეხება საბას, მან 3-მცველიან სქემაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა და დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „ლიონს“ საკუთარი მომავალი 4 წლით დაუკავშირა. ფრანგულ კლუბს გიორგის ტრანსფერი 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა, ბონუსებით, თანხამ შესაძლოა, 4.5 მილიონით მოიმატოს. ახალი სეზონის დაწყებამდე, „ლიონს“ კიდევ ერთი თამაში ელოდება და 3 აგვისტოს „უნიონ ბერლინს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ამ სივრცეში გამოსავალი იქნება“ - კონტეს ტაქტიკური გეგმები
„კვარა ამ სივრცეში გამოსავალი იქნება“ - კონტეს ტაქტიკური გეგმები